საზოგადოება
თელავში "სოციალისტური საქართველოს“ ყრილობაზე ჟურნალისტს დაარტყეს
დღეს, თელავში „სოციალისტური საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა.
„სოციალისტური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ ფიფიამ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ კორესპონდენტს რომან ქევხიშვილს დაარტყა, რის შემდეგაც ქევხიშვილმა მისი მისამართით კვერცხები ისროლა.

პოლიციამ ვალერი კვარაცხელიას თანამოაზრე დააკავა. ის შსს-ს თელავის რაიონულ განყოფილებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google