საზოგადოება
სახალხო დამცველი თელავში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება
სახალხო დამცველი ქალაქ თელავში "სოციალისტური საქართველოს" ყრილობისას გამართული აქციის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს პარტიის წევრების მიერ მოქალაქე რომან ქევხიშვილისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.


-"კადრების მიხედვით, ინციდენტის მონაწილეები გამოირჩეოდნენ სიძულვილის ენითანც. სახალხო დამცველი გმობს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, სიძულვილის ენის გამოყენებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინონ დროული რეაგირება და ძალადობრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია. ვინაიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია დაძაბულობის ზრდა, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედების პრევენცია და ითოულ ფაქტზე მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა."

4 აგვისტოს ქალაქ თელავში, პარტია „სოციალისტურ საქართველოს“ წევრები პარტიულ ყრილობას მართავდნენ თელავის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში. სასაწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირისპირო აქცია გაიმართა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
| Print |
FaceBook Twitter Google