საზოგადოება
V ქვეით ბრიგადაში ჯარისკაცი გარდაიცვალა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე გარდაიცვალა.
უწყების ცნობითვე, გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა.

9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დავით ლომიძე შეუძლოდ გახდა. კაპრალი V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით საქმე  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქმეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება იძიებს
კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 16 აპრილიდან მსახურობდა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჯარისკაცი /