საზოგადოება
თელავში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება
თელავში ვარდოშვილის ქუჩაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.


საცურაო აუზებით, ფიტნეს კლუბით და თანამედროვე სტანდარტების კვების ობიექტებით აღჭურვილი შენობა სრულიად განსხვავებულ სერვისს შესთავაზებს ადგილობრივებს.
„ადგილზე უკვე 25 მოქალაქეა დასაქმებული, შემდგომში დასაქმდება ასევე მინიმუმ 40 ადამიანი, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქში სწორედ მსგავსი, მოქალაქეებზე გათვლილი პროექტების განხორციელება იყო, რასაც კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა სჭირდებოდა, ეს არის კერძო ინვესტიცია და ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს ქალაქს."-განაცხადა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ერთი წლის ვადაში დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google