საზოგადოება
თელავში პოლიციელებმა არხში ჩავარდნილი მცირეწლოვანი და-ძმა გადაარჩინეს

კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორებმა გიორგი რომანიშვილმა და ბესიკ გულოშვილმა  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სარწყავ არხში ჩავარდნილი მცირეწლოვანი და-ძმა სიკვდილისგან იხსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილისკენ დაუყოვნებლივ გაემართნენ, სარწყავი არხის გვირაბში, დაახლოებით, 100 მეტრის სიღრმეზე შეცურეს და ბავშვების გადასარჩენად, ძლიერი დინების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციის განხორციელება დაიწყეს.

პატრულ-ინსპექტორებმა და მაშველებმა არხიდან და-ძმის ამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს.



| Print |
FaceBook Twitter Google