საზოგადოება
საქართველოში C ჰეპატიტი სრულიად აღმოიფხვრება- გიორგი კვირიკაშვილი
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.


„საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა. მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს. ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს.მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს. პროგრამაში ჩართული არიან "გილიარდი" და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდს დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით,რომლებიც ახორციელებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. “-აღნიშნა მან.

C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.
| Print |
FaceBook Twitter Google