საზოგადოება
საუბნო კომისიაში წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება
საუბნო სარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების შეტანის ვადა დღეს მთავრდება.
იმისათვის, რომ პირი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო კომისიის შემადგენლობაში იყოს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

• კანდიდატის სახელი და გვარი;
• იმ საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს წევრობა;
• საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის #230/2016 განკარგულების მიხედვით, განცახადებას თან უნდა დაერთოს:

• საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
• არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).


წევრობის მსურველმა საკონკურსო დოკუმენტაცია მხოლოდ ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე უნდა შეიტანოს, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადის განმავლობაში, მას უფლება აქვს გამოითხოვოს საკონკურსო დოკუმენტაცია ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი (საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება) შესაბამისი განცხადებით.

| Print |
FaceBook Twitter Google