საზოგადოება
მანქანების რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შესაძლებელი იქნება
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა, რომლის თანახმად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანა რადიაციულ დაბინძურებაზე შეამოწმონ.
- "აღსანიშნავია, რომ იაპონიიდან იმპორტურებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით.  მიუხედავად ამისა, მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი პირადად, დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მომსახურების დანერგვა."- განაცხადეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე ავტომანქანა უკვე შემოწმდა, რადიაცული დაბინძურების ფაქტი კი არ გამოვლენილა.


| Print |
FaceBook Twitter Google