საზოგადოება
გურჯაანის საოლქოში მხოლოდ ერთი კანდიდატია რეგისტრირებული
N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომელმაც მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად გამგებლის ყოფილი მოადგილე ელგუჯა გიორგაძე წარადგინა.


„ჩვენს ოლქში ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატია წარმოდგენილი. ჯგუფის წევრებმა მოგვმართეს განცხადებით, ყველა საბუთი წესრიგში იყო. საინიციატივო ჯგუფი უკვე დავარეგისტრირეთ. სავარაუდოდ დღეს უკვე ელგუჯა გიორგაძეს, როგორც კანდიდატს გავატარებთ რეგისტრაციაში. ჯერჯერობით, კანდიდატები არც პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს არ წარმოუდგენიათ. “-აღნიშნა N12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატების დასარეგისტრირებლად ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.
| Print |
FaceBook Twitter Google