საზოგადოება
საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში 41-ე ადგილზეა
OpenSignal–ის მკვლევარებმა ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტის მქონე ქვეყნები დაასახელეს. ჩატარებული კვლევის თანახმად, 3G და 4G ქსელებში მობილური ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით მსოფლიო ლიდერი სამხრეთ კორეაა.

პირველ ათეულში არიან სინგაპური, უნგრეთი, ავსტრალია, დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები, ლიტვა, იაპონია და შვედეთი.
სიის ბოლო ადგილზე კოსტა რიკა და ავღანეთი არიან, რომლებიც, შესაბამისად, 94–ე და 95–ე პოზიციებს იკავებენ.
საქართველო 41–ე ადგილზეა მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარით წამში 10,68 მეგაბაიტი. რაც შეეხება 3G და 4G–ის დაფარვის მაჩვენებელს, ამ მხრივ საქართველო 77–ე ადგილზეა და დაფარვა ქვეყნის ტერიტორიის 71,61%–ს შეადგენს.

წყარო: რადიო კომერსანტი
| Print |
FaceBook Twitter Google