საზოგადოება
შილდაში კეთილმოწყობილი სკვერი გაიხსნება
ხვალ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში რეაბილიტირებული კეთილმოწყობილი სკვერი გაიხსნება.
გაიმართება კონცერტი რომელში მონაწილეობას ადგილობრივ კოლექტივებთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც მიიღებენ.
პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის და სოფელ შილდის საზოგადოებრივი ფონდის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. სკვერის კეთილმოწყობისთვის 150 000 ლარი დაიხარჯა.
| Print |
FaceBook Twitter Google