საზოგადოება
პირველ და მეოთხე ბაღში სწავლა 15 სექტემბერს ვერ დაიწყება
ქალაქ გურჯაანის პირველ და მეოთხე ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის თქმით, აქ სწავლა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განახლდება.

„ამ ორი ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც სამუშაოთა მწარმოებლები გვეუბნებიან, ობიექტებს სავარაუდოდ 10 სექტემბრისთვის ჩაგვაბარებენ. ამის შემდეგ ვეცდებით მაქსიმალურად მცირე ვადებში დავასუფთავოთ შენობები. თუ ასე მოხდა, იქნებ პირველ ოქტომბრამდეც გავხსნათ,“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბაღების გახსნა 15 სექტემბრამდე ვერ მოესწრო, ბავშვებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ისინი როგორც მაის-ივნისის თვეებში მოხდა, სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სწავლა / ბაღები /