საზოგადოება
პოლონური გამოცდილება ქართულ რადიოსადგურებს


ამ წუთებში აბასთუმანში მიმდინარეობს ტრენინგი, " საქართველოს ადგილობრივი სადგურების ფუნქციონირების დადებითი გამოცდილების გაზიარება და ჟურნალისტიკის ინტერაქტიული საშუალებები".

ტრენინგი წარმოადგენს, " საქართველოს დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიოსადგურების მხარდაჭერის" პროექტის ელემენტს, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების მხარდაჭერის 2016 წლის პროგრამის "დემოკრატიის მხარდაჭერის" ფარგლებში.

ტრენერები არიან: რადიო "კაშებეს" დირექტორი და მთავარი რედაქტორი, ანნა კოსჩუკიევიჩ-იაბლონსკა, რომელიც რადიოსადგურს 2005 წლიდან ხელმძღვანელობს. მან თანამშრომლებთან ერთად შექმნა ეთნიკური თანამედროვე სადგურის მოდელი, რომელიც წარმატებით უწევს კონკურენციას სხვა კომერციულ რადიოსადგურებს.
ასევე, მარტინა კვიატკოვსკა, საერთაშორისო ქსელის ედიტნეტ-ის სერტიფიცირებული ტრენერი, რომელიც ქმნის და წარმატებით ახორციელებს სასწავლო მოდელებს.

ტრანინგი გუშინ დაიწყო და 3 დღის მანძილზე გაგრძელდება.

სემინარს საქართველოს რეგიოებიდან 10 რადიოსადგურის წარმომადგენელი ესწრება. მათ შორისაა რადიო speqtri.ge-ს დამფუძნებელი მაია ყალაბეგაშვილიც.

სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას გაზეთმა სპექტრმა [speqtri.ge] ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო იფუნქციონირებს.



| Print |
FaceBook Twitter Google