საზოგადოება
შილდაში საზოგადოებრივი ცენტრის გარშემო სკვერი გაიხსნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სკვერი გახსნა. პარკი იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრს აკრავს გარს.


შენობის ირგვლივ უნიკალური მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის იდეა შილდის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე გამოითქვა და ადგილობრივი თვითმმართველობების, ყვარლის გამგებლის მონდომებითა და იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ცენტრის გარშემო 14.000 კვ. მეტრი ფართობის პარკი მოეწყო.

შემოიღობა ტერიტორია, შეიბელა ხეები და ბუნებრივი საფარი მოწესრიგდა, დამსვენებლებისთვის გაკეთდა ბილიკები და დამონტაჟდა სკამები, ბავშვებისთვის მოეწყო ატრაქციონები, გაკეთდა საჭიდაო არენა. საზეიმო ღონისძიებას ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი, ყვარლის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებნი დაესწრნენ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა. პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოფელ შილდის საზოგადოებრივი ფონდის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკვერი / შილდა /