საზოგადოება
კახეთში კიდევ 20 სოფელი გაზიფიცირდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით წელს კახეთის 5 მუნიციპლიტეტის 20 სოფელი გაზიფიცირდება.
ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოები განხორციელდება:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში; კალაურში, ვაჩნაძიანში,
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - პატარაგორი, ბაისუბანი; გელათი, განათლება, ზემო და ქვემო მსხალგორი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - შიბლიანი, ზემო ყანდაურა და უჯარმა;
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში - თივი, შოროხი (სარუსო), ჩანთლისყურე, საბუე, ალმატი, შაქრიანი და ზინობიანი.



| Print |
FaceBook Twitter Google