საზოგადოება
როგორ იყოფა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება?
წყვილთა დაშორებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქონების განაწილება. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნივთები წარმოადგენს ორივე მეუღლის თანაბარ საკუთრებას, იმის მიუხედავად, რომელი მათგანის ფინანსებით არის იგი ნაყიდი, ან რომლის სახელზეა რეგისტრირებული. აღნიშნული არ ეხება ნაჩუქარ ან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას.

თუ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თქვენს საკუთრებაში არ არის და გსურთ, კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლოთ, აუცილებელია მიმართოთ ნოტარიუსს და მოითხოვოთ საკუთრების მოწმობა თქვენს წილზე. ამ დოკუმენტის მიღება შეგიძლიათ,
როგორც მეუღლის სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ.

ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გაცემა ნოტარიუსის ექსკლუზიური უფლებაა. მას კანონი ავალდებულებს, იყოს მიუკერძოებელი მრჩეველი ნებისმიერი მოქალაქისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google