საზოგადოება
ყვარელს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება
25-26 აგვისტოს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ყვარელში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე გაითიშება სატრანსფორმატორო ქვესადგური #6092, რის გამოც 06:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ყვარელში მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google