საზოგადოება
სექტემბრიდან აზომვითი ნახაზის მომზადების ახალი წესი ამოქმედდება
პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრი, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს.


დადგინდა აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის სტანდარტული ფორმა და სავალდებულო ტექნიკური სპეციფიკაციები.
იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის პირველ სექტემბრამდე, ვინაიდან ამ თარიღის შემდეგ ძველი წესით შესრულებული ნახაზით რეგისტრაცია აღარ განხორციელდება.

მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა.
კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.
ახალი სტანდარტები უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს.
ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს მიწის ნაკვეთი ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მიწის აზომვა /