საზოგადოება
შვებულებაშია თუ არა საკრებულოს თანამშრომელი, რომელმაც დღეს ვიდეო გაავრცელა
Speqtri.ge-ზე გამოქვეყნებულ ნიუსს “ თელავის საკრებულოს თანამშრომელმა "ნაციონალების" მანქანას ცოცხი გაუკეთა“, ვიდეოს ავტორი ლევან კოჭლოშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ვიდეო გადაიღო და გაავრცელა, სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. როგორც მან განმარტა, ის უკვე შვებულებაში იმყოფება და ამის თაობაზე განცხადება გუშინ დაწერა.

Speqtri.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საკრებულოს აპარატის თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაციის გაცემისთვის ოფიციალური მიმართვა და სამდღიანი ვადა ითხოვა.

ზოგადადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

დღეს ლევან კოჭლოშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მიაქვს ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მანქანასთან, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოა.
| Print |
FaceBook Twitter Google