საზოგადოება
პანკისის ხეობას ელექტროენერგია შეუწყდება
ხვალ ს.ს. ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ახმეტის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. რის გამოც ქვესადგურ ,,ახმეტიდან" გამავალი 10კვ-იანი ეგხ - ,,პანკისი" გამოირთვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 09:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე პანკისის ხეობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.
ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google