საზოგადოება
ლაგოდეხის ნაკრძალში სასტუმრო გაიხსნა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ლაგოდეხის ნაკრძალის განახლებული ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერა და სასტუმროს გახსნას დაესწრო.
პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის სასტუმრო განთავსდა, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ნომერი მოეწყო. სასტუმროში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომერია გათვალისწინებული.
შენობაში ღია და დახურული კაფეები მოეწყო, ასევე ვიზიტორთა ცენტრთან საპიკნიკე ადგილი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები „ფონდი ქართუს“ და „კავკასიის ბუნების ფონდის“ (CNF) დაფინანსებით განხორციელდა.
სასტუმრო 15 წლიანი იჯარით გაიცა, რომლის სამშენებლო სამუშაოებზე 350 000 ლარამდე დაიხარჯა.


| Print |
FaceBook Twitter Google