საზოგადოება
ექნება თუ არა გურჯაანს კინოთეატრი
გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მფლობელის, ბიზნესმენ დავით ცისკარაშვილის თქმით, სამუშაოები ახალ წლამდე დასრულდება.


„ჭერი შევუცვალე და შიდა სამუშაოები გვაქვს დასამთავრებელი. მზად არის 3D დარბაზი 150 კაცზე, სცენა, სკამები. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ არ არის ადამიანი, რომელიც აამუშავებს. კინოთეატრ რუსთაველის და ამირანის მფლობელსაც შევხვდი, ადგილზე ჩამოვიყვანე, დაათვალიერა, მაგრამ გვითხრა, ფოთში ვერ ვამუშავებთ და აქ რა უნდა გავაკეთოთო. სამი წელია უკვე ველოდები, რომ იქნებ ვინმე გამოჩნდეს, მაგრამ მსურველი არავინაა. ახალ წლისთვის უკვე მზად იქნება შენობაც და ინვენტარიც. გარე იერსახესაც გავალამაზებთ.“-აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრი 2007 წელს გასხვისდა გარკვეული ნაწილი ამავე წელს ლიბერთი ბანკმა შეისყიდა. მეორე ნაწილის  მფლობელი 2009 წელს პირობითი აუქციონის წესით ზურა ხუროშვილი გახდა, თუმცა 2011 წელს ის ბიზნესმენმა დავით ცისკარაშვილი შეიძინა. პირობით გათვალისწინებული იყო, რომ კინოთეატრს 5 წელი თავისი პროფილით უნდა ემუშავა.



| Print |
FaceBook Twitter Google