საზოგადოება
თელავში ტყვიით სროლაში შეჯიბრი გაიმართება
5 სექტემბერს 11 საათზე, თელავის სპორტულ ტირში გაიმართება შეჯიბრი კახეთში არსებულ არასამთავრობოების და მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, პისტოლეტიდან ტყვიის სროლაში 10 მეტრ დისტანციაზე.


შეჯიბრი ჩატარდება თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და „მსროლელთა და პარამსროლელთა კლუბი თელავი“ს ხელშეწყობით. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / ტირი /