საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ, გიორგი კვირიკაშვილს
პატივცემულო, ბატონო, პრემიერ-მინისტრო
ნება მიბოძეთ, სანამ მთავარ საკითხზე გადავალ, მოგახსენოთ საქართველოში ჩემი საქმიანობის შესახებ.

მე, მუბარიზ ჯახან-ს ძე გუსეინოვი, დავიბადე 1959 წლის 3 ივლისს, საქართველოში, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გავემგზავრე ქალაქ მოსკოვში. დღესდღეობით ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალე. მიუხედავად ამისა, არასოდეს არ შემიწყვეტია კავშირი ჩემს ისტორიულ სამშობლოსთან - საქართველოსთან. სისტემატიურად ჩამოვდიოდი საქართველოში მშობლების და ნათესავების მოსანახულებლად.

მე, როგორც საქართველოში დაბადებულს და გაზრდილს, ძალიან მეამაყება და მახარებს ის დადებითი ძვრები და რეფორმები, რომლებიც საქართველოში ამჟამად ხორციელდება.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ჩემი ისტორიული სამშობლო და ასევე მთავრობის მიერ შექმნილმა შესანიშნავმა საინვესტიციო კლიმატმა, გადამაწყვეტინა აქტიური მონაწილეობა მიმეღო რესპუბლიკაში მიმდინარე საინვესტიციო პროგრამებში.

პირველი საინვესტიციო პროგრამა განვახორციელე ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მასივში- ნაკვეთი 34/471 აშენდა და ექსპლუატაციაში იქნა შეყვანილი ორასბინიანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, საერთო ფართით- 18 000 კვ.მ.

ამის შემდეგ, ვხელმძღვანელობდი მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ- „ლანცეტის“ მშენებლობას ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, ნაკვეთი 14/470, რომელიც გათვალისწინებულია 220 საწოლ ადგილზე, საერთო ფართით- 17 000 კვ.მ. 2014 წლის 12 მაისს სამედიცინო ცენტრი შეყვანილი იქნა ექსპლუატაციაში და წარმატებით ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობას.

მესამე - ეს არის სოფელი იორმუღანლო, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. იქ არსებობდა სტიქიური საკოლმეურნეო ბაზარი, ყოველგვარი კაპიტალური ნაგებობებისა და პირობების გარეშე. 2011 წელს პირობებიანი აუქციონით შევიძინე აღნიშნული ბაზრის ტერიტორია. დღესდღეობით, ბაზრის ინფრასტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მოსაწყობად, ჩემს მიერ განხორციელდა 2 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კერძოდ, აშენდა ცხოველთა სასაკლაო მაღალი სტანდარტების (HACCP) შესაბამისად, სადღესასწაულო სახლი 600 ადგილზე, რძისა და ხორცპროდუქტების სარეალიზაციო სპეციალური შენობა, ფართით 450 კ ვმ, თანამედროვე სავაჭრო პავილიონები, სავაჭრო რიგები, ასევე ცოცხალი პირუტყვის და ფრინველის სარეალიზაციოდ მოწყობილი იქნა სპეციალური მოედანი. ბაზრის ტერიტორია უზრუნველყოფილია ელექტრომომარაგებით, უწყვეტი წყალმომარაგებით, ცენტრალური საკანალიზაციო სისტემით და ავტომანქანების სადგომით. აღნიშნულ კომპლექსში საქმიანობს 100-ზე მეტი არენდატორი და 30-ზე მეტი თანამშრომელი.

ბატონო, პრემიერ - მინისტრო,
ნება მიბოძეთ, გადმოგცეთ ჩემი თხოვნა და გულისტკივილი.
აწ გარდაცვლილი მამისგან, მემკვიდრეობით მერგო 3 მიწის ნაკვეთი. რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში ეკუთვნოდა მამაჩემს, მაგრამ დოკუმენტალურად გაფორმებული არ იყო. ჩემს მიერ შეგროვებული იქნა სათანადო დოკუმენტები, მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ( დოკუმენტები ნოტარიულად იქნა დამოწმებული მოწმეთა თანდასწრებით, ჯერ კიდევ 2014 წელს) და წარდგენილი იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე აშენებულია საცხოვრებელი სახლი; მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის კომისიის ხელმძღვანელის, ჭაბუკი ჭანტურიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ყველა მიწის ნაკვეთი გადატანილი იქნა სახელმწიფო ბალანსზე.

ამ მიწის ნაკვეთებით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სარგებლობდა ჩემი ოჯახი, დღეს კი, ისინი პრაქტიკულად წამართვეს და რაც საინტერესოა, მთავაზობენ, აუქციონით შევიძინო მიწის ნაკვეთები და ჩემი სახსრებით აშენებული სახლი.

მინდა გულისტკვილით აღვნიშნო, რომ ეს მიწის ნაკვეთები, ჩემთვის ძვირფასია არა როგორც საკუთრება, არამედ როგორც ჩემი წინაპრების კერა, რომელიც საქართველოში ოდითგანვე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
გთხოვთ, დამეხმაროთ და დაავალოთ შესაბამისს უწყებებს, აღნიშნული საკითხის შესწავლა.

პატივისცემით მუბარიზ გუსეინოვი
| Print |
FaceBook Twitter Google