საზოგადოება
გენდერული დისბალანსი კახეთის თვითმმართველობებში
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს.
ორგანიზაცია ამჯერად ახეთის რეგიონში არსებული ვითარებით დაინტერესდა. მათი ინფორმაციით, კახეთის 9 თვითმმართველ ერთეულში (საგარეჯო, გურჯაანი, თელავი (თემი, ქალაქი), ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყარო) ქალების უმრავლესობას არ
უკავია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი თანამდებობები. ისინი ძირითადად  საქმის წარმოებისა და სხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე არიან დასაქმებულები.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 9 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოებში 263 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 9.1%-ია; აქედან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თვითმმართველ ქალაქ თელავშია, სადაც საკრებულოს არცერთი წევრი ქალი არ არის, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც საკრებულოს
29 წევრიდან 7 ქალია.

კახეთის არცერთ მუნიციპალიტეტში  გამგებლის, მერიდსა დაა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ქალს არ უკავია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იზრუნონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდაზე, რომ ცენტრალური თუ ადგილობრივი
ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესებს აკმაყოფილებდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google