საზოგადოება
„ბეკოს“ აქცია გურჯაანში
ქალაქ გურჯაანში ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე „ბეკოს“ მაღაზიაში აქცია გაიმართა.


როგორც ჩვენთან საუბარში „ბეკოს“ მარკეტინგის მენეჯერმა ხატია ტყებუჩავამ აღნიშნა, აქცია ორდღიანია.
„ბეკომ მოაწყო "ნაყინის ფესტივალი" საქართველოს მასშტაბით. პირველად ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, შემდეგ ჩამოვედით კახეთში. ვიყავით თელავში, ყვარელში, საგარეჯოში, დღეს კი გურჯაანში ვართ. ჩვენი მაცივრები დაახლოებით საათნახევარში ამზადებს ნაყინს. ეს ფუნქცია მხოლოდ „ბეკოს“ მაცივარს გააჩნია. ამ ორი დღის განმავლობაში გვექნება 20%-იანი ფასდაკლება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. გვაქვს იმ ნაყინის დეგუსტაციაც, რომელსაც ჩვენი მაცივრები ამზადებს,“-აღნიშნა მან.
ფასდაკლება გურჯაანში დღეს და ხვალ, ხოლო ნაყინის დეგუსტაცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google