საზოგადოება
საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.

28 სექტემბრიდან შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან დაიწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. უამინდობა შენარჩუნდება პირველ ოქტომბრამდე. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +15, +20° - ის ფარგლებში იქნება. 1 – 2 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google