საზოგადოება
პარლამენტარის ქცევის წესები ეთიკის კოდექსით დარეგულირდება
შესაძლოა პარლამენტის წევრების ქცევის წესები, სპეციალური ეთიკის კოდექსით დარეგულირდეს.


პროექტის ინიციატორები: დავით უსუფაშვილი, გუგული მაღრაძე, თედო ჯაფარიძე, სერგო ხაბულიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, თამაზ ყაჭეიშვილი, თამარ კორძაია, სოსო დანელია, დავით ბერძენიშვილი და ბიძინა გუჯაბიძე არიან.

„საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არც თუ იშვიათია პარლამენტარების მიერ ქცევის ნორმების დარღვევა. პარლამენტის წევრი წარმოადგენს საზოგადოებაში ყველაზე უფრო საჯარო პიროვნებას და მისი ქცევა უნდა შეესაბამებოდეს მაღალ ეთიკურ ნორმებს. დღემდე არსებული ერთეული მცდელობები პარლამენტარის ქცევის კოდექსის შესაქმნელად არ იყო ეფექტური, იგი არ იყო შემუშავებული თვით პარლამენტის წევრების მიერ, იყო დეკლარაციული ხასიათის, არ იყო სავალდებულო და არ იყო დადგენილი შესაბამისი სანქციები კოდექსის დარღვევისათვის”-ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.


| Print |
FaceBook Twitter Google