საზოგადოება
თრუსოს ხეობაში მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში, სამი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.


შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასულ სამ ახალგაზრდას, ამინდის გაუარესებისა და რთული რელიეფის გამო, გზის გაკვლევა გაუჭირდა და დახმარება ესაჭიროებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ. წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ახალგაზრდები დროულად იპოვეს და უსაფრთხო
ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
| Print |
FaceBook Twitter Google