საზოგადოება
გურჯაანში ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა
დღეს გურჯაანის №4 და კარდენახის №2 საბავშვო ბაღები გაიხსნა.


გურჯაანის №4 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, ბავშვთა საძინებელი.  სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 256884 ლარია. სამუშაოები შ.პ.ს „რებილდმა„ შეასრულა.

სოფელ კარდენახის №2 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩაუტარდა. საბავშვო ბაღი ახალ შენობაში გადავიდა. ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, სამზარეულო ოთახი, ბავშვთა საძინებელი და შემოიფარგლა ეზო. სამუშაოები შ.პ.ს „მონოლითმა„ შეასრულა. პროექტის ღირებულება 101550 ლარია.

აღსაზრდელებსა და პედაგოგებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა მიულოცეს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ბაღი /