საზოგადოება
გურჯაანის საცურაო აუზი ფუნქციონირებას ჯერ ვერ დაიწყებს
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზის რეაბილიტაცია დასრულდა და ამ დროისთვის ტესტირება მიმდინარეობს.


სპორტკომპლექსის დირექტორის არკადი სონღულაშვილის თქმით, წყალი შვიდ ოქტომბერს ჩაუშვეს.
„ამჟამად ყველაფერი ნორმალურადაა. აუზში წყალი 26 გრადუსზეა გამთბარი. სტაბილური მუშაობისთვის ყველაფერს ვამოწმებთ. წყალი ქიმიურად გაიწმინდა. მიუხედავად ამისა, თუ მოიჯარე არ გამოჩნდა, აუზი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს. კარგად იცით, ეს ძვირი ფუფუნებაა და მარტო მუნიციპალიტეტს მისი შენახვა ძვირი უჯდება. აი, ამ პროცესში ვართ ამჟამად. ისე ყველაფერი რიგზეა. აუზიდან წყალი აღარ იჟონება. თუ ბუნებრივი დანაკარგი იქნება-აორთქლდება ან გარეთ გადმოიღვრება, დროდადრო შევავსებთ.“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, წყალი ერთი წლის განმავლობაში იქნება და დროდადრო ქიმიით და ფილტრებით გაიწმინდება.

| Print |
FaceBook Twitter Google