საზოგადოება
დელტამ კახეთში სეტყვასაშიში ღრუბელი გაანეიტრალა
გუშინ  „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა ახმეტაში, თელავში, ყვარელში და ლაგოდეხში სეტყვასაშიში ღრუბლები გაანადგურა.


20:15 საათისთვის ღრუბლებმა III-IV კატეგორიას მიაღწია. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20-30 მმ. 20:30 საათიდან 21:13 საათამდე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.
გასროლილ იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რის შედეგადაც სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები შესუსტდა და ნალექი წვიმის და უწვრილესი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დელტა / კახეთი /