საზოგადოება
ახალი კანონპროექტი ნადირობის სფეროს რეგულირებისთვის
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

კანონპროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის მხარდაჭერით მომზადდა, რომელიც მიმართულია ნადირობის სფეროს უფრო ეფექტურად მართვასა და ორგანიზებაზე.

ახლო მომავალში კანონპროექტის პირველადი ვერსიის ფართო საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ყოველმხრივ შეჯერებული და ეფექტური ნადირობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებას საქართველოში.
კანონპროექტის მომზადების პორცესში ჩართულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები.


| Print |
FaceBook Twitter Google