საზოგადოება
თუშეთში დაშავებული მოქალაქეები ისრაელის მთავრობამ სამშობლოში გადაიყვანა

თუშეთში ავარიის შედეგად დაშავებული ისრაელის ოთხი მოქალაქე დღეს, ისრაელში გადააფრინეს.  ცოლ-ქმარი და მათი ორივე შვილი სამშობლოში ისრაელიდან სპეციალურად გამოგზავნილმა თვითმფრინავმა გადაიყვანა.

თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარედ  10 ოქტომბრის ღამით, „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, ცოლ-ქმარი და ორი შვილი კი დაშავდა.

დაშავებულები გუშინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ისრაელის საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.



| Print |
FaceBook Twitter Google