საზოგადოება
22 ოქტომბერს სიღნაღში ღვინის ფესტივალი გაიმართება
22 ოქტომბერს სიღნაღი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებბს. ფესტივალი ქალაქში მეცხრე წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს.
ამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა სიღნაღის საპატიო მოქალაქეებსაც აირჩევს.

საფესტივალო სვლა ბარათაშვილის ქუჩიდან დაიწყება. ქუჩის მთელ პერიმეტრზე, ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინება, განლაგდება კასრები, სადაც ე.წ. „გლეხური“ წესით დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი.

გაიმართება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ღვინის ფესტივალს ერეკლე II-ის მოედანზე გამართული კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას უცხოური ანსამბლებიც მიიღებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google