საზოგადოება
„თავისუფალი დემოკრატები“ გურჯაანში ორმა წევრმა დატოვა
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა - გია შაოშვილმა და სიმონ ქოჩორაშვილმა პარტია დატოვეს.


„თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულის წევრის გია შაოშვილის განმარტებით, საარჩევნო შტაბში მეორე ტურის დასრულებამდე დარჩებიან.
„ 23 სექტემბრიდან, როდესაც ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატურა მოხსნა, ფაქტობრივად, პარტიის წევრები აღარ ვართ. ამას თავისი სერიოზული მიზეზები აქვს. პარტიამ ვერ უზრუნველყო, რომ სრულფასოვანი კამპანია გვეწარმოებინა. დაუშვა დიდი სტრატეგიული შეცდომები. ლიდერებმა ძალიან გაგვიტეხეს გული. საარჩევნო პერიოდში თვითონ არ გვკითხულობდნენ, როცა ვრეკავდით, არ გვპასუხობდნენ. ჩავიდოდით და ახლა იქ გვქონდა დავა. ამ ყველაფერმა იმ აზრამდე მიგვიყვანა, რომ სიმონ ქოჩორაშვილს თავის კანდიდატურა უნდა მოეხსნა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პარტია დაგვეტოვებინა. რაც შეეხება დავით ჭუნიაშვილს, ის პარტიაში რჩება. “

მისივე თქმით, მომავალში ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავენ.
„ოფისს არ ვაუქმებთ, იმიტომ, რომ გვყავს კომისიის წევრები და მათ მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. რაც შეეხება ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“, დაიშლება და შევქმნით ახალს. ამის თაობაზე განცხადებას პირველივე საკრებულოს სხდომაზე გავაკეთებთ.“
გია შაოშვილის თქმით, ჯერჯერობით არც ერთ პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ. ამის შესახებ არც შეთავაზება ჰქონიათ და არც თვად გამოუთქვამთ სურვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google