საზოგადოება
არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა - გიორგი მღებრიშვილი
ყიზილაჯლოში მომხდარზე დაკავებულები არიან კრიმინალები, რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელზე და დღემდე ეს არავისთვის მიპატიებია, -  ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მარნეულში დაკავებულ პირებზე ზეწოლა განხორციელდა და ეს შესაძლოა იყოს პოლიტიკური ნიშნით დაკავება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.

„რას ლაპარაკოთ, სერიოზულ კომენტარს ელოდებით ამაზე? რას ნიშნავს, პოლიტიკური ნიშნით დაკავება? ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ვაპირებ ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულები ნაცემები არიან.

„არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს გამოგონილია. ალბათ გაგიათ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა და მსგავი არაფერი ყოფილა“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google