საზოგადოება
თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია
თუშეთში, ხევსურეთსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში თოვლი მოვიდა.  სოფელ ომალოში თოვლის საფარმა 10 სანტიმეტრს მიაღწია.
როგორც  გამგებლის წარმომადგენლმა ლადო კახოიძემ განაცხადა, ამ დროისთვის თუშეთის გზაზე გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ამ ეტაპზე თუშეთიდან წამოსვლისგან თავი შეიკავონ, რადგან გზაში დარჩებიან. ამ დროისთვის აქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გადაადგილება ჯერ შეუძლებელია."

როდის გაიხსნება გზა, ამასთან დაკავშირებით ლადო კახოიძეს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობა 19 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. მაღალმთიან რაიონებში თოვლი იქნება, ბარში კი წვიმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / გზა /