საზოგადოება
„შემოდგომის ფერები “ გურჯაანში
გურჯაანში 18,19,20 და 21 ოქტომბერს ფესტივალი - კონკურსი „შემოდგომის ფერები“ გაიმართება.

კონკურსი 14:00 საათზე ოთხ კატეგორიაში  : ფოლკლორი, თეატრალური წარმოდგენა, საესტრადო სიმღერა და კლასიკური მუსიკა ჩატარდება.
18 ოქტომბერს, კულტურის ცენტრში გაიმართა - საესტრადო სიმღერის ფესტივალი.
დღეს 19 ოქტომბერს კულტურის ცენტრში გაიმართება- ფოლკლორული ფესტივალი.
20 ოქტომბერს კულტურის ცენტრში - თეატრალური ფესტივალი.
ხოლო  21 ოქტომბერს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი.
ფესტივალის ორგანიზატორია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. დასწრება თავისუფალია.
| Print |
FaceBook Twitter Google