საზოგადოება
მსოფლიო და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს დახმარება სჭირდება
ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონს, 32 წლის გიორგი ბეროშვილს დახმარება სჭირდება. მან 8 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბარძაყის ძვლის მძიმე დაზიანება მიიღო.
გიორგი ბეროშვილის დასახმარებლად  სოციალურ ქსელში მისმა დამ გვერდი შექმნა. მისი ინფორმაციით, სრული რეაბილიტაციის გარეშე გიორგი სპორტულ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდება.

ანგარიშის ნომერია: GE53BG0000000828103600. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც, პირადი ნომრით 13001063438.

გიორგი ბეროშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს. ის  საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია. ასევე მოპოვებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული.


| Print |
FaceBook Twitter Google