საზოგადოება
ფოლკლორის საღამო გურჯაანში
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ხელოვნების ფესტივალის ფოკლორული ტური გაიმართა.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის , სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ნინო ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ღონისძიება ტრადიციულია და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ფესტივალი სხვადასხვა მიმართულებით ტარდება. გუშინ გაიმართა საესტრადო ტური, დღეს კი - ფოლკლორული. გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გვყავს ინდივიდუალური შემსრულებლების ორი ასაკობრივი ჯგუფი. არის ნომინაციები და ასევე პირველი , მეორე და მესამე ადგილი. მათი დაჯილდოება მოხდება გურჯაანქალაქობაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება. რაც შეეხება ჟიურის შემადგენლობას, ცვალებადია და პროფილის მიხედვით კომპლექტდება. პარალელურად კულტურის სახლის ფოიეში მიმდინარეობს ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.“

კულტურის ცენტრის ფოიეში რამდენიმე სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
„სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დაახლოებით 10-12 ბავშვის ნამუშევარი წარვადგინეთ. როგორც გვითხრეს, ისინი ხარისხის მიხედვით ჟიურის წევრებმა უნდა შეაფასონ“.- აღნიშნა სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის ხალხური რეწვის პედაგოგმა ლალი მარკოზაშვილმა.
ხვალ კულტურის ცენტრში მესამე ტური-თეატრალური ფესტივალი გაიმართება, ხოლო დასკვნითი ტური -კლასიკური მუსიკის ფესტივალი 21 სექტემბერს სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩატარდება.
| Print |
FaceBook Twitter Google