საზოგადოება
ცესკომ ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა გამოაქვეყნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა.
მონაცემები 2002 წლიდან დღემდე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტულ მაჩვენებლებს მოიცავს.
წინასწარი მონაცემების მიხედვით (18 ოქტომბრის მდგომარეობით), 2016 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3,43%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4,11%-ია. საბოლოო მონაცემები საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ გამოქვეყნდება.
| Print |
FaceBook Twitter Google