საზოგადოება
პრიზი კახეთში ყველაზე ანგარიშვალდებულ საკრებულოს
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებათა შორისაა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სიგელით დააჯილდოვა. ეს ჯილდო საკრებულომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გამო დაიმსახურა. როგორც წერილშია აღნიშნული, „კვლევის შედეგების მიხედვით, თქვენი დაწესებულება მოხვდა 2016 წელს ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებათა რიგში“.

„-ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტის, რომ ჩვენი ხელისუფლება ღია და გახსნილია საზოგადოებისთვის და მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს - ეს იქნება მოქალაქე, ჟურნალისტი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია - დროულად მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია“ - აღნიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანმა.

2016 წლის 28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, გამართა კვლევის „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2016 წელს“ პრეზენტაცია, სადაც გაასაჯაროვა IDFI-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და დაასახელა ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.
| Print |
FaceBook Twitter Google