საზოგადოება
გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსს უჩივის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გარდაცვლილი 59 წლის ქეთევან ჩირიკაშვილის ოჯახი გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსს უპირისპირდება. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გუშინ გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებამ ქალბატონის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელეს. თუმცა, როგორც მოგვიანებით ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე თავი ჰქონდა გატეხილი. ახლობლებისთვის ქეთევან ჩირიკაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია, ამიტომ გადაწყვიტეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარონ.


ოჯახმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს მიმართა.
როგორც speqtri.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ჩვენ შევეცადეთ საკითხი თავად ჯეოჰოსპიტალსში გაგვერკვია, თუმცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |
FaceBook Twitter Google