საზოგადოება
საქართველოში 3 ნოემბერს გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს, ხვალ და ზეგ საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +7, +12° იქნება.

3 ნოემბერს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და კვირის დანარჩენ დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +16, +21 °- მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18° - მდე მოიმატებს .
| Print |
FaceBook Twitter Google