საზოგადოება
პანკისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
2017 წლის მაისში პანკისის ხეობაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.


ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა დუისში საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრაზე მიიღეს.
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე, მასწავლებლებს ქართულ-კავკასიურ ურთიერთობაზე ესაუბრა და ამ კუთხით სამეცნიერო კვლევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა კი აქცენტი პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების აუცილებლობაზე გააკეთა.
შეხვედრას, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაურ გუმაშვილის ორგანიზებით შედგა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომაგენლები და ჩრდილო კავკასიიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დუისი / პანკისი /