საზოგადოება
რესპუბლიკური პარტია გურჯაანში 50-მდე წევრმა დატოვა
„რესპუბლიკური“ პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზვიად ყვირალაშვილმა, 9-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პარტია დატოვა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პარტიის რიგებს, მასთან ერთად კიდევ 50-მდე წევრი გამოაკლდა.
-„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო „რესპუბლიკურ“ პარტიას, რადგან აქ შედგა ჩემი პოლიტიკური დებიუტი. მინდა მის თითოეულ წევრს ვუსურვო წარმატებები შემდგომ ეტაპზე. აქვე აღვნიშნავ, რომ შედგა საუბარი და კონსულტაციები ჩემს მეგობართან დავით უსუფაშვილთან, რის შემდეგაც მივიღე გადაწყვეტილება ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გადავინაცვლო ფართო პოლიტიკურ ველზე, სადაც ვხედავ ჩვენს მომავალ განვითარებას. რაც შეეხება საკრებულოში არსებულ ფრაქციას, სახელს შევუცვლით.“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პოლიტიკაში დავით უსუფაშვილთან ერთად რჩება და შემდგომი მოქმედებებიც ლიდერის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

| Print |
FaceBook Twitter Google