საზოგადოება
გურჯაანის გამგეობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში 41 პროექტი წარადგინა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა განსაზღვრა.


როგორც ჩვენთან საუბარში საკრებულოს წევრმა ზაქრო ქაჩლიშვილმა აღნიშნა, სულ 41 პროექტია წარდგენილი.
„ ძირითადად სასმელი წყლის პრობლემაა. საჭიროა ჭაბურღილების და ქსელების რეაბილიტაცია. მოხდება როგორც სავარგულებამდე მისასვლელი ასევე შიდა საუბნო გზების შეკეთება, მოპირკეთება. საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.“
მისივე თქმით, რამდენი პროექტი დაფინანსდება ამას უკვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გადაწყვეტს.



| Print |
FaceBook Twitter Google