საზოგადოება
გურჯაანში იუსტიციის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის იუსტიციის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 ოქტომბერს დაიწყო. პროექტის ფარგლებში შენობის ჰიდროიზოლაცია და გარე ფასადის მოპირკეთება იგეგმება.


იუსტიციის სახლი 2012 წელს აშენდა, მაგრამ მაშინ შენობის ჰიდროიზოლაცია არ მომხდარა. არსებობდა საშიშროება, რომ უხვი ნალექის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგებული ქვაფენილი და შესაბამისად, შენობის პირველი სართული დაზიანებულიყო.
„გარე ფაქტორებისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენობამ დაზიანება განიცადა. ამიტომ ხელმძღვანელობამ გადაწვიტა, მოახდინოს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები,“ - აღნიშნა იუსტიციის სახლის მენეჯერმა ანა გელაშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 4 დეკემბერს უნდა დასრულდეს, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და დაახლოებით 18 000 ლარი დაჯდება.

| Print |
FaceBook Twitter Google