საზოგადოება
კახეთის გუბერნატორის ქონება და შემოსავლები
Speqtri.ge თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ.
დეკლარაცია 10 ნოემბერსაა შევსებული.

მის მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში, მიწის ნაკვეთი ამავე სოფელში და ბინა თბილისში. თბილისში ბინას ფლობს ასევე გუბერნატორის მეუღლე ეკატერინ შაუთიძე. მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული mercedes E კლასი.YVV707, 2004 წლის გამოშვება.

ეკატერინ შაუთიძეს მიკრო კრედიტში 25000 დოლარიანი ანაბარი აქვს გახსნილი, მისივე სახელზე ანაბარი ბანკ რესპუბლიკაში 1865 ევროს შეადგენს. დეკლარაციის შევსების დროს თი–ბი–სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ირაკლი ქადაგიშვილს 370 ლარი ერიცხებოდა.
ამავე პერიოდისთვის ოჯახს ნაღდი ფულის სახით 18000 დოლარი ჰქონდა.
კახეთის გუბერნატორი შპს „ჯეოდილ, საქართველოს“ პარტნიორია. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი ნულ ლარს შეადგენს.

ირაკლი ქადაგიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი იყო. მან გაწეული სამუშაოსთვის წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 27025 ლარი მიიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google